ევროინტეგრაციის მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მთავრობა არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს პარლამენტთან, ამიტომ ოპოზიციის განცხადებები, რომ მთავრობის წევრები არ მიდიან პარლამენტში, არასწორია. ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„არასწორია ეს განცხადებები. მთავრობა არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს პარლამენტთან, და თანამშრომლობის ხელი გაწვდილი გვაქვს, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს შესამჩნევია ყველასთვის. მე პირადად რამდენჯერაც მეთხოვა, კომიტეტის მოსმენა იყო ეს თუ ანგარიშს ჩაბარება, თუ ნებისემიეი სხვა, მითუმეტეს ისეთ მინისტრებზე, რომლიც დასახელებული იყო - საგარე საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ამას წინათაც იმყოფებოდა მე მახსოვს, და ყველა კითხვას უპასუხა აბსოლუტურად, ეს მათი აზრია, ისევე როგორც სხვა მინისტრებიც. ამგვარი თანამშრომლობა მე არასდროს არ მახსოვს. ალბათ თვენც გახსოვთ, თუ რა ხდებოდა მანამდე, 2012 წლამდე, რა სახის „თანამშრომლობა“ იყო პარლამენტსა და მთავრობას შორის. აქედან გამომდინარე, ანგარიშვალდებულებაზე თუ არის საუბარი, მთავრობის პარლამენტის წინაშე, მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ამგვარი პოლიტიკური პასუხსიმგებლობა გვაქვს აღებული, ვაკეთებთ ამას და მომავალშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ. „ შს მინისტრის მისვლაზე ოპოზიცია რა სახით ფიქრობს და გუშინ როგორ მოქმედებდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვართ, იმ სანახაობის, რომელიც საკრებულოსთან ვიხილეთ. შსს-მ და ჩვენმა სამართალ;ადმცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით კარგად, სწორად შეასრულეს ის ფუნქცია, განსხვავებით იმისგან, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე, მათ თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პოლიტიკაში ჩაურევლობა კიდევ ერთხელ დაასაბუთეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიუილ განვითრებისთვის.