ევროინტეგრაციის მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დღეს იწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი და კონსულტაციები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემებთან დაკავშირებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.
"ჩვენ ამგვარი მოთხოვნა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საქართველო- ევროკავშირის საბჭოზე დავაყენეთ და შევთავაზეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს კონკრეტული მიმართულებები, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, მათ შორის, საქართველო-რუსეთის კონფლიქტში კიდევ უფრო აქტიური ჩართვა და კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა. საქართველო არის ძალიან სერიოზული კონტრიბუტორი როგორც ევროპული, ასევე საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში. საქართველო არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ავღანეთში, ნატო-ს ოპერაციაში, არამედ ასრულებს თავის როლს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ე.წ. SDP-ის ფარგლებში, მოგეხსენებათ ცენტრალურ აფრიკაში და მალიში. მზად ვართ, ამგვარი თანამშრომლობა გავაგრძელოთ მომავალშიც. საქართველო რომ არის ევროკავშირის ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორი საგარეო და ასევე გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში, ამას ადასტურებს ევროკავშირის დოკუმენტი მათი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი ორმხრივი სწრაფვა, რათა ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად გაღრმავდეს. ბუნებრივია, კონსულტაციების პირობებში გამოიკვეთება ის კონკრეტიკა და მეტი დეტალები საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვმართათ მომავალ თანამშრომლობას. ჯერჯერობით ვართ სწორედ კონსულტაციებისა და დიალოგის ეტაპზე, თუმცა ვიცით, კონრეტულად რა გვინდა და ის წინადადებები, რომელიც გაწერილი იყო ჩვენი მხრიდან, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ექსტრემიზმი, ტერორიზმი და ის თანამედროვე საფრთხეები, რომელიც ძალიან აწუხებას დღეს როგორც ევროპას, ისე ევროატლანტიკურ სივრცეს, ბუნებრივია, ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთად. საქართველოს უკვე შეაქვს თავისი რეალური კონტრიბუცია და წვლილი და თუკი ავიღებთ პროცენტულ მაჩვენებელს, იგივე მოსახლეობიდან გამომდინარე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მოქმედებს როგორც ნატო და ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ავღანეთში. ასევე ვართ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი ქვეყანა უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში, რომელიც უკვე ვართ ე.წ. SDP-ის ოპერაციაში ჩართული და ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. მზად ავრთ, გავაფართოვოთ ამგვარი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებით, იმ კონკრეტული სფეროებით, რომელიც ადრე უკვე შეთავაზებული გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.