"მეუფე პეტრეს ჰქონდა მოლოდინი რომ მისი განკვეთა მოხდებოდა" - ნანა კაკაბაძე

15:06 10-11-2017
662

"ეს სხდომა არის ეკლესიისთვის წინგადადგმული ნაბიჯი" - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა. მეუფეს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა "წინ გადადგმულ ნაბიჯში", თუმცა დაადასტურა, რომ სინოდმა მასთან დაკავშირებითაც იმსჯელა.

საპატრიარქოსთან დაახლოებული უფლებადამცველის, ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, მეუფე პეტრე ელოდებოდა რომ დღევანდეკლ სხდომაზე მისი განკვეთა მოხდებოდა.

"როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა და სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობდა პეტრე ცაავა ეკლესიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯში", - აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.