ევროინტეგრაციის მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს მოუწოდებს, შეასრულოს 2011 წლის შეთანხმება ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ქართულ მხარეს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.
"როდესაც 2011 წელს შეთანხმებას მივაღწიეთ,გახსოვთ, ალბათ, რომ შვეიცარული კომპანია არის მედიატორი, რომელმაც უნდა მოახდინოს ამის მონიტორინგი.ანალოგიურ აზრზე ვართ ახლაც. არასდროს შეგვიცვლია არც ჩვენი ვალდებულება, არც ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო, არც ვაპირებთ ამის შეცვლას, ახლა ბურთი სწორედ მათ მოედანზეა.ამას უნდა პროცესის დაწყება და მეტი არაფერი. რაც ოკუპაციის შემდეგ შეცვალეს რეალური ვითარება ადგილზე, ბუნებრივია, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად მათ უნდა აკონტროლონ ეს ტვირთბრუნვა. ამას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ-დაიწყოს პროცესი. პროცესი რომ დაიწყოს, რუსეთი უნდა დათანხმდეს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ 2011 წლის შემდგომ, როდესაც უკვე ტექნიკური პარამეტრები დაკმაყოფილდა, განისაზღვრა შვეიცარიული კომპანია, როგორც მედიატორი და მონიტორი ამ შემთხვევაში, არაფერი შეგვიცვლია. არანაირი პრობლემა არც გვაქვს და არც გვქონია. დიდი ხანია ბურთი რუსეთის მოედანზეა და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ბატონი კარასინის ამგვარი განცხადება. ერთგვარი გადმობრალებაა რუსეთის მხრიდან? „ბუნებრივია, როცა დღენიადაგ პროვოცირებები ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შემდგომ უკვე აქეთ გვაბრალებენ ხოლმე, შევეჩვიეთ ამგვარ რიტორიკას, მაგრამ რა ვქნათ?! სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღი და მიუხედავად ამგვარი პროვოკაციებისა, ჩვენ მაინც თანმიმდევრულად და სწორი ნაბიჯებით მივიწევთ იქითკენ, რომ რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ სიტუაციის ნორმალიზება“,- აღნიშნა დოლიძემ.