რუსთველი მიტროპოლიტი იოანე მედიასან სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ განმარტებას აკეთებს.
მიტროპოლიტ იოანეს თქმით, სინოდის სხდომაზე მეუფე სერაფიმეს აღუდგა მღვდელთმსახურება, ასევე გადაწყდა, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმე ეკლესიის კანონის მიხედვით განიხილოს.
,,რადგან სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია, გადაწყდა, რომ ეკლესიის კანონის მიხედვით განიხილოს საკითხი.
ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, რჯულის კანონი და ამის მიხედვით განიხილება მამა გიორგი მამალაძის მღვდელმსახურების გაგრძელების თუ შეჩერების საკითხი
",- განაცხადა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ.
მისი თქმით, სხდონაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა შეთანხმება მოხერხდა.
,,საერთოდ აზრთა სხვაობა არის, ყველას თავთავისი ხედვა აქვს ფაქტების.
სინოდმა სანამ არ იყო დასრულებული სასამართლო გამოძიება არ იმსჯელა ახლა დასრულდა და იმსჯელებს", - განაცხადა მეუფემ.
მეუფე იოანემ ასევე ისაუბრა ბორჯომის ყოფილი მიტროპოლიტის სერაფიმეს შესახებ. მისი თქმით, მეუფე სერაფიმეს ბორჯომის ეპარქიიდან გაუშვეს, თუმცა მღვდელთმთავრის სტატუსი შეუჩერეს.
,, თავად მეუფემ ითხოვა, რომ მონასტერში გაეშვათ და ის გააგრძელებს მღვდელ მსახურებას იქ, სადაც იქნება",- განაცხადა რუსთველმა მიტროპოლიტმა.