ზუგდიდში მოსახლეობა ცხარე ცრემლით ტირის, მოსახლეობა ფაროსანასავით შემოგესევათ - ქებურია მინისტრის მოადგილეს

17:13 10-11-2017
214

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოფლის ეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საუბრობდა, დაპირისპირება მოხდა.

მინისტრის მოადგილეს სიტყვიერად "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ლელა ქებურია დაუპირისპირდა. მან ის ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

”ზუგდიდში მოსახლეობამ ერთი კილო თხილიც ვერ მიიღო. რასაც თქვენ ამბობთ, არის დემაგოგია და ტყუილი და ამის უფლებას არ მოგცემთ. სწორე იმის გამო, რომ არ იცით რა მდგომარეობაშია ზუგდიდში მოსახლეობა, არ გნებავთ კომპენსაციის გაცემა. ზუგდიდში მოსახლეობა ცხარე ცრემლით ტირის და ეს არის სიმართლე. მოსახლეობა ფაროსანასავით შემოგესევათ თქვენ”, - მიმართა ლელა ქებურიამ მინისტრის მოადგილეს.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე