ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად საქართველო დატოვა

17:23 10-11-2017
84

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დღეს გაემგზავრა. ინფორმაციას Netgazet ავრცელებს.

ლეილა მუსტაფაევამ და მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, თბილისში ბოლო პრესკონფერენციის დროს განაცხადეს, რომ აფხან მუხთარლის გატაცების შემდეგ, ლეილა მუსტაევასა და მის მცირეწლოვან შვილს უცხო პირები უთვალთვალებდნენ. 

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე