კახეთში მომხდარი ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ყვარელში მოხდა.
მსუბუქ მანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულები ყვარელიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
მათ ტრამვები თავის და ფეხის არეში აქვთ მიღებული. ექიმის თქმით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.