ესპანეთის მთავრობამ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია არ დააკმაყოფილა,რომელზეც რამოდენიმე დღის წინ ავტონომიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერა.
ესპანეთის მთავრობის ვიცე პრემიერ-მინისტრმა სორაია საენზ სანტამარიამ პუჩდემონს უწოდა პიროვნება რომელმაც “არ იცის სად იმყოფება და საით მიექანება“.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოიო საგანგებო სხდომის მოწვევას გეგმავს,რათა მთავრობის შემდგომი ნაბიჯები განიხილოს.
10 ოქტომბერს, კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერა კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მაგრამ რეგიონულ პარლამენტს მოუწოდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის გადადება,რადგან ესპანეთიდან გამოყოფის მიზნით დაეწყო დიალოგი მადრიდთან.
მისი თქმით,რეფერენდუმის შედეგად რომელიც 1 ოქტომბრს ჩატარდა,ხალხმა დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაუჭირა მხარი.
სამშაბათს ბარსელონაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. კატალონიის პარლამენტის ტერიტორია და ჩიტადელის პარკი, სადაც ის მდებარეობს, პოლიციამ ესტაკადებით შემოღობა.
ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პრეზიდენტი გააფრთხილა იმის შესახებ,რომ მათ შეუძლიათ გამიყენონ კონსტიტუციის 155 -ე მუხლი,რომელიც საშუალებას აძლევს მადრიდს პირდაპირ მართოს ავტონომია.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიომ განაცხადა, რომ სამეფოს მთავრობამ რეგიონალურ მთავრობისგან მოითხოვა აეხსნა იმის შესახებ,გამოაცხადეს თუ არა მათ დამოუკიდებლობა.
სამეფო მთავრობა განმარტებებს ელოდება 10 ოქტომბრიდან 16 ოქტობრის ჩათვლით.
“მათი პროექტის განსახორციელებლად მათ სჭირდებათ ერთი კატალანელის ამხედრება მეორეს წინააღმდეგ“. მთავრობის რეაქცია გადატრიალების საფრთხის წინაშე “პროპორციული და სრული იყო“, - განაცხადა რახოიომ პარლამენტში გამოსვლისას.
შეგახსნებთ,რომ გასულ კვირას კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
ევროკომისიამ კატალონიის რეფერენდუმი უნკანონოდ ცნო და მოუწოდა ორივე მხარეს დიალოგისკენ.
1981 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ,ესპანეთის მთავრობა ყველაზე სერიოზულ პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.