"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ მიეღო დოკუმენტი, რომელიც თაობებს გამოადგებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობა რომ არ აპირებს პრეზიდენტის ვეტოს გათვალისწინებას და აპირებს გადალახოს იგი, ეს არაერთხელ განაცხადეს.
"მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ ვეტოში ასახულ საკითხებს, კიდევ არაერთი საკითხია, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ვეტოს საგანი. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის დოკუმენტი, კონსტიტუცია და იგი ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციურ სტაბილურობას. შეუძლებელია, რომ ქვეყანა ყოველ ახალ პარლამენტთან ერთად მსჯელობას იწყებდეს კონსტიტუციის შეცვლაზე, თუმცა სამწუხაროდ, "ოცნებამ" გაუშვა ისტორიული შანსი, რომ მიეღო დოკუმენტი რომელიც თაობებს გამოადგებოდა",- განაცხადა ტუღუშმა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკოსებს მომავალშიც მოუწევს მჯელობა არაერთ ცვლილებაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოში მყარი დემოკრატიის ჩამოყალიბებას.
ლიზი არსოშვილი