„ლიკას ვარსკვლავი მაინც გაიხსნება. ჩვენ მას სამი წლის წინ შევთავაზეთ მას, მაგრამ მაშინ ლიკამ დრო ითხოვა. პრობლემები მაქვს და ახლა ამისთვის არ მცალიაო, მითხრა. დრო გავიდა, მივხვდი, რომ თავად მოერიდებოდა, ვერ შემახსენებდა და თავად დავურეკე. მაშინ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში იჯდა. თავად ნახეთ ეს ემოცია, ამ წამს დავდე ვიდეომასალა სოციალურ ქსელში“ - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. დათომ ლიკას ვარსკვლავის გახსნის თარიღი ჯერ არ დაგვისახელა, მაგრამ ვარაუდობს, რომ მსახიობს ვარსკვლავს დეკემბერში გაუხსნიან. ეს პირველი პრეცენდენტი იქნება, როცა გარდაცვლილ მსახიობს ვარსკვლავს გაუხნით, რადგან ამაზე ლაპარაკი მის სიცოცხლეშივე იყო“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დათომ.