პარლამენტის აპარატიდან შეგვატყობინეს რომ ხვალ ვეტოს განხილვაზე პარლამენტში არ შეგვიშვებენ - გიორგი აბაშიშვილი

17:16 10-12-2017
224

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ ხვალ პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ, პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ. აბაშიშვილი იმედოვნებს, რომ ეს არის გაუგებრობა და უახლოეს მომავალში გაირკვევა ყველაფერი.

"ხვალ პარლამენტში არის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მე, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი მივემგზავრებით ქუთაისში ამ განხილვაზე. დღეს ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს რომ ჩვენ არ შევვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია და პროექტიც და არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი, საკუთარი მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვა საკუთარ სამუშაო ოთახში. მე იმედი მაქვს რომ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი მოგვარდება, რადგან ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ სამუშაო ოთახში შესვლას და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნას",- განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი ინფორმაციით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე ეკონტაქტებოდა ამ საკითხზე.

ლიზი არსოშვილი