"ლიკა ებრძოდა თავის ძლიერ დემონებს ვაჟკაცურად, მარტო და გულმა უმტყუნა..."- ფარულავა ქავჟარაძეზე

18:26 10-12-2017
8950

მსახიობი ია ფარულავა მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს. როგორც ფარულავამ "იბერიას" თოქშოუში "არჩილ გამზარდიასთან ერთად" განაცხადა, ის მსახიობზე ბავშვობიდან შეყვარებული იყო. 

"ბავშვობიდან ლიკას ფანატი ვიყავი, მის ფოტოებს ვაგროვებდი და ჩემი ოცნება იყო, ლიკა ოდესმე გამეცნო. ეს ოცნება რა თქმა უნდა, ავისრულე. მეგობრობ არ მაკავშირებდა, მაგრამ ჩემთვის იყო ღვთაება. ლიკას ჰქონდა თავისი პრობლემები, რომელსაც არ მალავდა, ვიცოდით ამის შესახებ, ვაჟკაცურად, მარტო ებრძოდა. ვაჟკაცურად გაქაჩა მარტომ გოგომ, ამდენი წლები. ქართულ კინოს უჭირს, აგერ მე არ მღირსებია ამდენი წელია წესიერი როლი და სულაც არ ვწუხვარ ამაზე. ლიკას უნდოდა ძალიან, იმიტომ, რომ ამით ცხოვრობდა. ლიკა ებრძოდა თავის ძლიერ დემონებს და არ ვიცი დამარცხდა, თუ რა მოხდა, მაგრამ ვაჟკაცურად გაუძლო და სამწუხაროა, რომ გულმა უმტყუნა", - განაცხადა ფარულავამ. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე