"დამირეკა ლეილა აბაშიძის მეზობელმა და მითხრა, რომ შუქი ჩაუჭრეს..." - ოქიტაშვილი

18:39 10-12-2017
21377

კულტურის პალატის პრეზიდნეტის, დავით ოქიტაშვილის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანებს მაშინ აფასებენ, როდესაც გარდაიცვლებიან. როგორც "იბერიის" თოქშოუში "არჩილ გამზარდიასტან ერთად" ოქიტაშვილმა აღნიშნა, არავის აინტერესებს მაგალითად თუნდაც მსახიობ ლეილა აბაშიძის ბედი.

"ვინმე კითხულობს როგორ არის ლეილა აბაშიძე?! მისმა მეზობელმა რამდენიმე დღის წინ დამრიეკა, დათო, გვიშველე, ჩაუჭრეს სინათლეო. ვუთხარი, არ უთხრათ, გადავიხადეთ და ჩავურთეთ. ლოგინად არის ჩავარდნილი....", - განაცხადა ოქიტაშვილმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე