(Exclusive) "ოხანაშვილი არის საქართველოს და პირადად პატრიარქის მტერი...კომპრომატებს აგროვებდა"- ირმა ჭკადუა

18:47 10-12-2017
1529

ადვოკატი ირამ ჭკადუა აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონია პატიმართა შეწყალებასთან. "პრაიმტაიმთან" საუბარში ჭკადუა ოხანაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

"უნდა დაიწყოს გამოძიება და ამ ტყუილებისთვის პასუხისგებაში მისცენ ეს ადამიანი. ასევე საქმე უნდა აღიძრას სისხლის სამართლიs კოდექსის 381-ე მუხლით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების აუღსრულებლობას გულისხმობს. ვხედავთ, რომ კანონის სრული იგნორირებით საჯაროვდება ეს სიბინძურეები. სოსო ოხანაშვილი არის საქართველოს და პირადად პატრიარქის მტერი. გარდა იმისა, რომ ის გახლდათ პატრიარქის დაცვის უფროსი, იგი პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურში და ეს ადამიანი აცხადებს, რომ თითქოს პატრიარქი ტერორისტებს იფარებდა. რეალურად, ის იყო შეგზავნილი საპატრიარქოში და კომპრომატებს აგროვებდა სასულიერო პირებზე, მათ შორის მაღალ იერარქებზე. მივმართავ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ და ასევე, იმ საკითხზეც, თუ რატომ და როგორ საჯაროვდება დახურული სხდომის მასალები", - აცხადებს ჭკადუა.

პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც. შეგახსენებთ, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით,. ოხანაშვილმა დახურულ სასამართლო სხდომაზე საპატრიარქოს სახელით პატიმართა შეწყალების საკითხზე ისაუბრა დაპუტატი ეკა ბესელია, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და ადვოკატი ირმა ჭკადუა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.