ლიკა ქავჟარაძეს, ფალავანდიშვილმა, ლექსი მიუძღვნა - "ფიტარეთივით საოცარი და ხატი ქართველთა - ოქროს ხახული!"...

13:25 10-13-2017
3930

ქართველი კინოვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას, მსახიობის ნათესავი, კონსტანტინე ფალავანდიშვილი გამოეხმაურა და  ქართველი ერის მშვენებას, ლიკა ქავჟარაძეს, ექსპრომტად, 2 ლექსი მიუძღვნა:

"დღესაც დაობლდა ქართლი, თბილისი,

ნარიყალამაც ფერი იცვალა,

კიდევ დავკარგეთ რა სილამაზე,

დღეს ჩვენი ლიკა გარდაიცვალა...

იყო სიკეთე მანათობელი,

მშვენი პეპელა ზურმუხტ-მდელოსი,

ჩვენს გულში მყოფი ნუგეშმცემელი,

სიმბოლო ბედკრულ საქართველოსი...

დიდ-მწუხარება გადმოეფინა ვაკეს,

სოლოლაკს, ხარფუხს, მეიდანს,

იქ შენ შეხვდები კეთილ წინაპრებს,

იქ გაახარებ ჩვენ დიდ გეიდარს... 

ბევრი აღარ გვყავს ის ქართველები,

რომელთ იგლოვებს თითქმის ყოველი,

შემოდგომაზე რბიან რთველები,

სხივებს მოგვაფენს სვეტიცხოველი...

ექვსი წლის მერე კიდევ დავობლდი,

როგორც ათასებს,მეც ჩამწყდა გული,

დიდი გრაციის ფერთა გარეშე

უნდა განვაგრძოთ ცხოვრება რთული.

ბრწყინავდი ოშკად, რაჭად, არმაზად,

თან წარუშლელი კვალი დატოვე,

დარჩენა გსურდა მუდამ ლამაზად,

შემოდგომისას ჩვენ მიგვატოვე.

მუდამ იყავი სიხარულიც და

დიდი მშვენება ჯერარნახული,

ფიტარეთივით საოცარი და

ხატი ქართველთა - ოქროს ხახული!

მარად ენთება უქრობ ვარსკვლავად,

ჩვენი კეთილი, დიდი ფერია,

მშვიდად იძინე და განისვენე,

ციურნი ძალნი შენთვის მღერიან"... 

                                                              (კონსტანტინე ფალავანდიშვილი.11.10.2017)

"სანამ თორმეტი შესრულებულა,

ლიკას დავუნთოთ კიდევ სანთელი,

სილამაზით და უბრალოებით 

ის იყო ქველი,სუფთა ქართველი. 

მისგან შორს იყო ამპარტავნება, 

ვერცხლმოყვარება, 

ზაკვა და შური, 

ის იყო, არის, 

მუდამ იქნება 

ჩვენი თანმდევი დიადი სული"

                                                              კონსტანტინე ფალავანდიშვილი. 11 ოქტომბერი 2017წელი.

ავტორი: რუსა ღვანიძე