საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს საქართველოს პარლამენტისრიგგარეშე სხდომაზე "საქართველოს კონსტიტუციის პროექტის" მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.
მისი თქმით, დღევანდელ დღეს განსხვავებულ, არაორდინარულ, უპრეცედენტო, ისტორიულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
"პირველად, საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარდგენილიაკონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით. დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები ეხება ქვეყნის უმაღლეს კანონს, რომელიც ადგენს ქართველიხალხის, ჩვენი სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობის წესს, რომელიც რეალიზებული უნდა იყოს მრავალიათწლეულის განმავლობაში. დღევანდელი დღე უპრეცედენტო და ისტორიული შემთხვევაა, რადგან, ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტისდოკუმენტი. ამ მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი: ერთი "ქართული ოცნება", რომლის მიერაცააინიცირებული, შექმნილი, ან საერთაშორისო ვალდებულებად აღებული პირველი 5 საკითხი. მეორე მშობელი- ოპოზიციური პარტიები არიან, რომლებიც მრავალსაათიანი შეხვედრების, დებატის, მუშაობის, ხანდახანცხარე კამათის შედეგად შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე დოკუმენტს, საქართველოს კონსტიტუციას, შესძინონთანხმობის დოკუმენტის ელფერი, გადაარჩინონ ის ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსისაგან დაშეუერთდნენ კონსენსუსის დოკუმენტს", - აღნიშნა დოლიძემ.
მისი თქმითმ დღევანდელი შემთხვევა უპრეცედენტო შემთხვევაა, შესაბამისად, ვინაიდან, ეს ვეტო არის არა გაყოფის,არამედ კონსენსუსის, თანხმობის ვეტო,
"დავფიქრდეთ, რა ვითარებასთან გვაქვს საქმე. როდესაც 26 სექტემბერს ამ დარბაზში "ქართულმა ოცნებამ" კენჭი უყარა კონსტიტუციის პროექტს, ამ დარბაზში"ქართული ოცნება" იყო მარტო. დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და მას აქვს მხოლოდერთი პარტიის კუთვნილება. ჩვენი ისტორიული გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს,რომ ეს არ არის სახარბიელო ვითარება. შესაბამისად, პრეზიდენტი გვთავაზობს გამოსავალს არსებული არასახარბიელო ვითარებიდან. პრეზიდენტიგვთავაზობს საკუთარი მოტივირებული შენიშვნები გამოიყენოთ, როგორც საშუალება, რომ კონსტიტუციისპროექტს ჰქონდეს მინიმალური თანხმობის ხასიათი მაინც. მხოლოდ პრეზიდენტს, რომ დაწერა მოტივირებული შენიშვნები მას ექნებოდა ძალიან განსხვავებულიხასიათი, მას ექნებოდა ბევრი შინაარსობრივი შენიშვნაც, იქნება ეს ადამიანის უფლებების თავთანდაკავშირებით, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ბევრ პარტიას, რომელიც უერთდება ამ მოტივირებულ შენიშვნებს და რომლებმაც მიიღო მონაწილეობაკონსენსუსის დოკუმენტის შექმნაში, თავისი კონსტიტუცია რომ დაეწერა, ეს იქნებოდა განსხვავებულისახელმწიფოს კონსტიტუცია. მაგრამ დღეს, ჩვენს წინაშე არის მცდელობა, რომ იმ კონსტიტუციას, რომელიც მიიღო "ქართულმაოცნებამ" მინიმალურად მაინც, მიენიჭოს მრავალპარტიული, მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა.
შესაბამისად, ეს ისტორიული ვითარება იძლევა შანსს, რომ ერთპარტიული კუთვნილებიდან კონსტიტუციაგადაიქცეს მთელი პოლიტიკური სპექტრის, საქართველოს ამომრჩევლების კონსტიტუციად.
ეს გადაწყევტილება, მართლაც, რომ ისტორიულ საფეხურზე გადაიყვანს ჩვენს სახელმწიფოს, განსაკუთრებულლეგიტიმაციას და სანდოობას შესძენს ამ დოკუმენტს.
კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ვენეციის კომისიის არაერთხელ გამეორებულ, დაჟინებულ რეკომენდაციას-ბოლო დასკვნის მე-16 პუნქტში განთავსებულს, სადაც ის მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია, ამ მასშტაბისდოკუმენტს ჰქონდეს, რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა, ის იყოს შექმნილი შეიძლება ფართო კონსენსუსით.
შესაბამისად, დღევანდელი მოტივირებული შენიშვნებისათვის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით ახალიტიპის პოლიტიკურ ერთობას.
სტაბილურობა იქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთობა, სადაც ჩვენ გვინდა რომსტაბილურობა დამკვიდრდეს, თანხმობა არსებობს.
სწორედ აქედან გამომდინარე, ევროპის სასამართლო ხშირად იმეორებს სიტყვებს ევროპული კონსენსუსი,რადგან სწორედ ევროპული კონსენსუსის მეშვეობით დგება ის ერთობა, რასაც ევროპა ჰქვია.
სწორედ თანხმობის მეშვეობით შევძლებთ ჩვენ შევქმნათ ის პოლიტიკური ერთობა, რომელიც იქნებამდგრადი, დემოკრატიული და სტაბილური.
თანხმობა, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით ერთმანეთს მოსაზრებებში. ის პოლიტიკურიპარტიები, რომლებიც ხელს აწერენ 6 ოქტომბრის დოკუმენტს, თმობენ ძალიან ბევრ პრინციპულ პოზიციას,რომელიც მათ გააჩნიათ. ეს პოზიციები მათ შორის გამოხატული იყო 20 სექტემბრის კონსენსუსისდოკუმენტში, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ისინი საკუთარ პოზიციას არ ცვლიან, მაგრამ ამ ნაბიჯით, თანხმობის ნაბიჯის გადადგმით ისინი აღწევენუფრო ძვირფას, უფრო მნიშვნელოვან სიკეთეს და ეს სიკეთეა, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს კონსტიტუცია,რომელიც არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, არამედ ყველასია.
დღეს წარმოდგენილი 6 საკითხიდან 5 საკითხზე "ქართულ ოცნებას" გამოთქმული აქვს საკუთარი თანხმობა,ან აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება. საარჩევნო ბლოკების დაშვება და ბონუსის სისტემისგაუქმება 2024 წლისათვის, ვენეციის კომისიის წინაშე "ქართული ოცნების" მიერ აღებული საერთაშორისოვალდებულებაა. იგივე ეხება ძალიან სამწუხარო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთხმად უნდა მიეღო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგის გაუქმებაზე, რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა. მსგავსად კრიტიკული პოზიციაგამოითქვა აღმსარებლობის თავისუფლებასთან მიმართებაში, რომლის ახალი ფორმულირება უფროშემზღუდავია, რაც გახდა კრიტიკის ობიექტი, როგორც ვენეციის კომისიის, ასე გაეროს და საერთაშორისოორგანიზაციების მხრიდან. ეს ოთხივე საკითხი მოთავსებულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
შესაბამისად, თუ საქართველოს პარლამენტი ამ შენიშვნებს დღეს უყრის კენჭს საშუალება იქმნება, რომკონსტიტუცია გასწორდეს დღესვე, გახდეს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისი, არ დაველოდოთ იმგანუსაზღვრელ მომავალს.
მე-5 საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მე ვიტყოდი იყო "ქართული ოცნების" ოცნებაა, ესარის 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა.
"ქართული ოცნების" ოცნება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა დაუყოვნებლივ 2020 წლიდანცვლილებების თავდაპირველ პროექტში იყო ჩადებული და ეს იყო ის ცვლილება, რაზეც საუბრობდა მთელისაქართველო და ვენეციის კომისია 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი განხილვებისას.
სამწუხაროდ, ამ ოცნების განხორციელება გადაიდო მომავლისთვის და ეს მწუხარება არ არის მხოლოდ დამხოლოდ ჩვენი მწუხარება- ეს ვენეციის კომისიის მწუხარებაცაა, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომძალიან სამწუხაროა ამ ცვლილების გადადება. ამასვე მიუთითებს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათშორის სამი დღის წინ გაკეთებული განცხადებით ევროკავშირი.
პროპორციული არჩევნების გადადება გაშვებული შესაძლებლობაა, რომ მალევე, პირველივე შესაძლებლობითსაქართველოში დამკვიდრდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა.
დღევანდელი საარჩევნო სისტემა, ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, ვინაიდან ის უზრუნველყოფსუდიდესი უმრავლესობით რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას, და ჩვენ ამის სამწუხარომაგალითები და სამწუხარო შედეგები ნანახი გვაქვს.
არაერთხელ გამხდარა ეს საარჩევნო სისტემა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, "ქართული ოცნების"დღევანდელი წევრების მხრიდან, რომლებიც მსხვერპლად ეწირებოდნენ იდეას პროპორციულ არჩევნებზედაუყოვნებლივ გადასვლასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ეს იდეა გადაიდო სხვადასხვა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. დღევანდელდღეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით არსებობს შესაძლებლობა, რომ ,"ქართულმაოცნებამ" გადადგას ისტორიული ნაბიჯი და ძალაში შეიყვანოს და განახორციელოს საკუთარი ოცნება დასაქართველო გადაიყვანოს დემოკრატიული განვითარების პრინციპულად ახალ ეტაპზე. ამას უზრუნველყოფსოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც, როგორც რეალური ნაბიჯი უზრუნველყოფს საკუთარი ხმებისმხარდაჭერას ამ პროექტისათვის.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" იმოქმედებს პრინციპების და არა პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით, ჩვენ შევძლებთ ოპოზიციის მეშვეობით, (ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს ამკონსტიტუციის პროექტის მხარდაჭერაში), შევქმნათ თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა.
დაბოლოს, პრეზიდენტის არჩევნები, ის რომ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოსვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, ის, რომ ქართველ ხალხს უნდა დაიცვას საკუთარი ისტორია, საკუთარიჯაფით, საკუთარი შრომით, ოფლით, მიტინგებზე სიარულით შემქნილი ისტორია, თვითონ აირჩიოს ვინიქნება პრეზიდენტი და თვითონ აირჩიოს იგი.
ეს არის ნაჩვენები არაერთხელ, არაერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევით, ეს არის უფლება, რომელიცქართველმა ხალხმა შექმნა საკუთარი ხელებით და ეს არის უფლება, რომელიც წარმოდგენილი პროექტითქართველ ხალხს ერთმევა. თუმცა მიუხედავად იმისია, რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაწინააღმდეგია ამ ცვლილების, იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი იყოს თანხმობის დოკუმენტი, შევძლოთ ამდოკუმენტის რეალიზება და ის იყოს ყველასთვის მისაღები- პრეზიდენტი გთავაზობთ, რომ დღეს არმივიღოთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე, არამედ ეს გადასაწყვეტად დავუტოვოთ მომავალ თაობებს, მაშინ,როდესაც ჩვენ გვექნება გაწონასწორებული სისტემა, როდესაც ჩვენ გვექნება ორპალატიანი პარლამენტი, მანმიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი. ასეთშემთხვევაში, დაბალანსებული იქნება ძალაუფლება პარლამენტს შიგნით და პარლამენტსა და ხელისუფლებისსხვადასხვა შტოებს შორის.
როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, როგორც განაცხადა ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში, რადგან დღესარ გვაქვს ორპალატიანი პარლამენტის სისტემა, არ გვაქვს ბევრი ბერკეტი, რომელიც გააწონასწორებსსაქართველოს პარლამენტს, თუ გავაუქმებთ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესს, ჩვენ რეალურადსაქართველოს პარლამნეტში ძალაუფლების კონცენტრაციის ძალიან დიდ საშიშროებას ვტოვებთ. იმისათვის,რომ ეს არ დაუშვათ, მოტივირებულ შენიშვნებში ბოლო საკითხად გთავაზობთ, რომ ორპალატიანმაპარლამენტმა გადაწყვიტოს ეს პრეზიდენტის არჩევის წესი, რომელიც ესოდენ ძვირფასია ჩვენი ხალხისთვის.
შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნებით ჩვენ გთავაზობთ, გამოიყენოთ შესაძლებლობა. გთავაზობთ გამოსავალს, რომ გადავარჩინოთ ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს წინაშეა, გადავარჩინოთ იმ ჩრდილისგან,რომელიც მას ადგას, იმიტომ რომ მას ჰყავს მხოლოდ ერთადერთი ავტორი, ერთადერთი მხარდამჭერი -მმართველი პარტია, და რაც არ უნდა კარგი იყოს ეს პარტია, არც ერთი ქვეყნის გამოცდილება, რაც უნდაკარგი იყოს მისი მოტივაცია, არ გვეუბნება, რომ ეს კარგ შედეგს მოიტანს.
ყველა შემთხვევაში ეს არასახარბიელო ვითარებაა, საიდან გამოსვლასაც შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენსდღევანდელი მოტივირებული შენიშვნები.
მე იმედი მაქვს საქართველოს პარლამენტის წევრების კეთილგონიერების, რომ ისინი გულისყურითმოეპყრობიან ამ შენიშვნებს, გულისყურით მოეპყრობიან ამ ისტორიულ შანსს, რომელიც თქვენს წინაშეაწამროდგენილი", - განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძემ გამოსვლის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.