ჰოლივუდის სკანდალი - ჰარვი ვაინშტაინი, ანჯელინა ჯოლიმ, გვინეტ პელტროუმ და სხვა ვარსკვლავებმა, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

15:19 10-13-2017
1513

ჰოლივუდის სკანდალი, 65 წლის პროდიუსერთან, ჰარვი ვაინშტაინთან, კიდევ უფრო მწვავდება.

შეგახსენებთ, რომ, ეს ყველაფერი, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთ „The New York Times“ -ში დაიბეჭდა სტატია პროდიუსერის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში, ჰოლივუდის მსახიობებთან, რომელთან ერთადაც ის მუშაობდა, სექსუალურ ძალადობას მიმართავდა. 

"people"-ის წყაროს ცნობით, მსახიობებმა, ანჯელინა ჯოლიმ, გვინეტ პელტროუმ, კარა დელევინმა, კეიტ ბექინსეილმა და სხვა ვარსკვლავებმა, ჰარვი ვაინშტეინი, დამნაშავედ სცნეს, ხოლო აზია არჯენტომ, ლუსია ევანსმა და მირა სირვინომ კი გაუპატიურების ფაქტები გაიხსენეს.

სავარაუდოდ, ჰოლივიდის მსახიობი მამაკაცებიც არ დარჩენილან სკანდალის მიღმა. თუკი, მსახიობები, მეტ დეიმონი და რასელ ქროუ, რომლებმაც სავარაუდოდ იცოდნენ პროდიუსერის ძალადობის ფაქტები, ჰარვეის არ ამხელენ გაუპატიურების მცდელობაში. მაგრამ, სამაგიეროდ, მსახიობი რაიან გოსლინგია აღშფოთებული. 2010 წელს, ფილმის „ყველაფერი საუკეთესოს“ პროდიუსერი The Weinstein Co იყო, სადაც მთავარ როლს რაიანი ასრულებდა. გოსლინგმა, ოფიციალური განცხადება გააკეთა და ქალებს მიმართა:

„ მინდა მხარი დავუჭირო იმ ქალების არმიას, ვინც სიმამაცე გამოიჩინა და ჰარვი ვაინშტეინი ძალადობაში ამხილა: "მე მასთან მომიწია მუშაობა. ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ არ ვაქცევდი ყურადრებას მის სექსუალურ მანერებს და უცნაურ ჩვევებს“.- ამბობს რაიან გოლსინგი.

მსახიობი ბენ აფლეკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა და პროდიუსერის საქციელი დაგმო, თავად დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში.

მსახიობმა ჰილარი ბერტონმა გაიხსენა, რომ 2003 წელს აფლეკი TRL-ის შოუს მსვლელობისას, მასთან ფიზიკური სიახლოვის დამყარებას შეეცადა. ბერტონის თქმით, მას ეს ინციდენტი, ჯერაც არ დავიწყებია.

„მის ბერტონთან არასათანადოდ მოვიქეცი და გულწრფელად ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო“, – დაწერა აფლეკმა „ტვიტერში“.

ფაქტია, რომ პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი, ჰოლივუდმა სკანდალში ამხილა, მას ცუდი დრო დაუდგა. ჰარვი, საკუთარმა ძმამ, კომპანიიდან დაითხოვა, მეუღლემ, ჯორჯინა ჩაპმანმა, რომელიც ბრენდის „Marchesa“ -ს დიზაინერია, სასამართლოში სარჩელი შეიტანა განქორწინების საკითხზე.

„ჩემი გული გატეხილია ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც ამ ყველაფრის გამო დაზარალდნენ. გადავწყვიტე, ქმარს დავშორდე. ჩემი შვილები ჩემთვის პრიორიტეტია, ამიტომ ვთხოვ მედიას, ნუ შეგვაწუხებენ ამ მძიმე დროს“, – განაცხადა ჩამპანმა

პაპარაცები, ჰარვი ვაინშტეინის სახლს, მუდმივად დარაჯობენ.   გუშინ, ცნობილი გახდა, რომ მისმა ქალიშვილმა, რემიმ, 911-ის საინფორმაციო სამსახურს აცნობა, რომ ჰარვის,  სუიციზმის მცდელობა ჰქონდა.

იხ. ფოტოები:     

ავტორი: რუსა ღვანიძე