საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ათთვიანი მცდელობა, საქართველოს კონსტიტუცია კონსენსუსით მიღებულიყო, ჩავარდა.
"ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა, რომხელისუფლებამ დაყო პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ჩვენიანებად და სხვისიანებად, თქვა, რომ ჩვენ ვართ მართლები დასხვა დანარჩენი მტყუანია, დემოკრატიის საპირისპიროდ კიდევ ერთხელ მოახდინა საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალისდემონსტრირება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ დემოკრატია გულისხმობს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხას.
"ამიტომ საქართველოს ისტორიას შეემატა ერთპარტიული კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამვერ ისწავლა მისი წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო, თუ როგორდაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ეს კადრები მაინც, მე ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას აქვს",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.