ადა მარშანია: ნამდვილად ვიცი, რომ ეს კონსტიტუცია იქნება თავიდან დასაწერი

19:42 10-13-2017
131

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის ადა მარშანია დარწმუნებულია, რომ კონსტიტუცია თავიდან იქნება დასაწერი. ამის შესახებ ადა მარშანიამ "პრაიმტაიმს" განუცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციაში საზოგადოებრივი ინტერესი არ არის გათვალისწინებული. 

"რა უნდა გითხრათ. მინდა შეგახსენოთ რომ კანონი - ეს არის საზოგადოებრივი თანხმობა და სად იყო საზოგადოებრივი თანხომობა ჩვენი კონსტიტუციის მიღებისსას. კონსტიტუციაში საზოგადოებრივი ინტერესი არ არის გათვალისწინებული. ეს კონსტიტუცია არ იმუშავებს მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს კონსტიტუცია იქნება თავიდან  დასაწერი. საკონსტიტუციო უმრავლესობამ, როგორც ბერკეტმა შეიძლება სიკეთე მოუტანოს ქვეყანას, შეიძლება  ცუდი რამ. სავარაუდოდ, უფრო უარყოფითია პროგნოზი, რაც გამართლდა.  აი ასეთი უგუნდური, უპასუსხისმგებლო და უნამუსო მმართველი პარტია გვყავს ქვეყანაში. უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, თორემ ასე გაგრძლება არ შეიძლება", - განაცხადა ადა მარშანიამ. 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო 110 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაძლია.  საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 7-ის წინააღმდეგ.