კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ოჯახის წევრები ხვალ აქციას გამართავენ

19:12 10-14-2017
156

15 ოქტომბერს, 14:00 საათზე კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

დატყვევებულის ძმა გიორგი ოსორაული, რომელიც მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ისევ დახმარებას ითხოვს.

ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.

24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ის ცოცხალია.

ავტორი: ლილუ მიროტაძე