თუ ზურა ვაზაგაშვილი იყო მკვლელი და ამაზე ინფორმაცია ჰქონდათ, რატომ არ გამოიძიეს 2012 წლამდე?!- მოსიაშვილი

20:56 10-14-2017
581

იურისტ გაგიმოსიაშვილის განცხადებით, თუ კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურა ვაზაგაშვილი მკვლელი იყო და ამაზე ინფორმაცია ჰქონდათ სამართალდამცავებს, რატომ არ მოხდა საქმის გამოძიება 2012 წლამდე. 

ამის შესახებ მოსიაშვილმა "იბერიას" თოქშოუ "პრიორიტეტში" ისაუბრა. 

"2012 წლამდე თუ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ზურა ვაზაგაშვილი იყო მკვლელი, რატომ არ გამოძიეს?! თუ ფლობდნენ ამაზე ინფორმაციას. ამას სხვა შემთხვევაში ჰქვია დანაშაულის დაფარვა", - განაცხადა იურისტმა.  



ავტორი: ლილუ მიროტაძე