ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, არავის უკითხავს ირაკლი ფირცხალავასთვის, როდის გაიგო იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ კორტების საქმის დროს მოკლული ზურა ვაზაგაშვილი ორი ადამიანის მკვლელი იყო.
ამის შესახებ ველიჯანაშვილმა "იბერიას" თოქშოუში "პრიორიტეტი" ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ რატომ არ გამოიძიეს ზურა ვაზაგაშვილის საქმე, თუ იცოდნენ და ეს არის დანაშაულის დაფარვა, როდესაც დღეს ირაკლი ფირცხალავას არ კითხავენ, ესეც დანაშაულის დაფარვაა.