სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით ალვანში აქცია გაიმართა

13:37 10-15-2017
79

,,დაუბრუნდეს კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაული საკუთარ ოჯახს,"- ამ მოთხოვნით ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: თუშები ისევ ხელისუფლებას მიმართავენ და ქართველი მფრინავის ძებნის ოპერაციაში ჩართვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ოსორაულების ოჯახს კონგოელი სამხედროებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ქართველი მფრინავი ცოცხალია და ის ამ დრომდე ტყვეობაში იმყოფება. აქცია დოღის პარალელურად გაიმართა, რომლის დროსაც თუშები უგზო- უკვლოდ დაკარგულებს იხსენებ და პატივს მიაგებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.