როგორ გამოიუყურება ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" - ფოტოკოლაჟი

14:14 10-16-2017
2098

მეტროსადგური "უნივერსიტეტი" გაიხსნა. თბილისის 23-ე  მეტროსადგურის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მეტრო სადგური მგზავრებს დღის მეორე ნახევრიდან მოემსახურება. 

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 83 მლნ ლარია. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა  კომპანიამ "Cobra Assingnia"-მ განახორციელა. გთავაზობთ ახალი მეტროსადგურის ფოტოკოლაჟს: