დაახლოებით ერთი წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი და ცნობილი რუსი მსახიობის და კინორეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი, ნადეჟდა მიხალკოვი, ერთმანეთს დაშორდნენ.
გუშინ, წყვილის მეგობრებმა, პორტალ „Starhit“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ნადეჟდამ, განქორწინების შესახებ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „ ეს ნადიას მხრიდან, სერიოზული და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ისინი, ბავშვების გამო, დიდი ხნის განმავლობაში, ცდილობდნენ, ოჯახის შენარჩუნებას“ -ამბობენ წყვილის მეგობრები.
ინფორმაციას, განქორწინების შესახებ, მიხალკოვი და გიგინეიშვილი, ამ დრომდე არ ადასტურებენ. ამბობენ რომ რეზო და ნადია, დიდი ხანია, ერთად აღარ ცხოვრობენ - რეჯისორის რამდენიმე სასიყვარულო რომანზეც კი იყო საუბარი.
შეგახსენებთ, რომ, წყვილმა, 2009 წელს იქორწინა. ისინი, 4 წლის ივანეს და 6 წლის, ნინოს, მშობლები არიან .
მიუხედავად ამისა, რეზო და ნადია, ცდილობენ, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ. სექტემბრის ბოლოს, რეჟისორმა, ყოფილ მეულეს, დაბადების დღე მიულოცა: - „ძალიან მიყვარხარ! გილოცავ დაბადების დღეს!" - წერს რეზო გიგინეიშვილი.
რამდენიმე დღის წინ, კი, ნადია, რეჟისორის ფილმის "მძევლების" პრემიერას ესწრებოდა.