როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში Björk-ის კონცერტის ბილეთების ფასს

16:28 10-16-2017
1740

თბილისს ცნობილი ისლანდიელი მუსიკოსი​ ბიორკი, ოქტომბრის ბოლოს ესტუმრება და სამდღიანი შუალედით ორ კონცერტს გამართავს. ბიორკის მასპინძლობას ჯერ თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენა გაუწევს, სადაც მისი კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება, ხოლო 3 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი. ისლანდიელი მუსიკოსი ქართველი მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ კონცერტთან ერთად წარსდგება.

როგორც “SOU ფესტივალის” ოფიციალური ფეისბუქგვერდი იტყობინება, ამ ორი კონცერტის ბილეთების ფასები განსხვავებულია. თბილისის საკონცერტო დარბაზში ბილეთბის ფასი 50-დან 570 ლარამდეა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კი - 80 ლარიდან 750 ლარამდე.

სოციალურ ქსელში ბილეთების ფასს აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ იაფიანი ბილეთები დილიდან უკვე აღარ იყო. დარჩენილი ბილეთების ფასები კი იმხელაა, რომ კონცერტზე დასწრებას მხოლოდ შეძლებული ფენა შეძლებს. 

სოფია სებისკვერაძე: "ბიორკის ბილეთების გაყიდვა 250 ლარიდან რომ დაიწყო:) საააქართველოოო ლამაზოოოოოოოო!!!"

სტეფანე მღებრიშვილი: "ადამიანებს , ვისაც უცხოელი არტისტების ჩამოყვანის გამოცდილება აქვთ, იციან რომ ძვირიანი პროექტები არ უნდა ჩამოიყვანონ ისეთ პატარა ქვეყნებში - როგორიც საქართველოა, თუ სპონსორებს მთლიანი ხარჯი დაფარული არ აქვთ. ბილეთის ფასი ყოველთვის უნდა იყოს ადეკვატური. ამით დაცული ხარ, რომ იმ არტისტის ნამდვილი გულშემატკივარი მოვა და არა ის ვისაც ბილეთის ფული აქვს და ის მუსიკა შეიძლება ეკიდოს კიდეც. კი ლასვეგასში უფრო ძვირიც ღირს რაღაც კონცერტები, მაგრამ ყველა ქვეყანას საკუთარი ხვედრი აქვს..."

მაია დარსმელიძე: "მოკლედ, სადღაც "ტრაკში" ბევრად ადვილი იყო ბიორკზე მოხვედრა, ვიდრე აქვე, მშობლიურ წილხვედრში. მადლობა ვის? #ჩექინბერლინს"

"ყველაზე სასაცილო იცით რა არის? ბილეთი ისეთი ძვირია, რომ ის სეგმენტი, ვინც მუსიკასთან ყველაზე ადეკვატურ დამოკიდებულებაშია - ფიზიკურად ვერ იყიდის. და ბიორკის კონცერტზეც ისინი მივლენ, ვინც ლეფსის და შუფუწინსკის კონცერტზე დადიან. აი, მუსიკის ბაიბურში რომ არ არიან, მაგრამ ფული რომ აქვთ და საგანგებო ვი აი პი ლოჟაში რომ დაჯდებიან იმავე სახით, როგორც ვირი ზის ბიბლიოთეკაში". 

ჯოჰან დემეტრე ნაგელ: "ცარიელ დარბაზში ბიორკი ამით დაიწყებს კონცერტს სავარაუდოდ..."

ნინო ჯიბლაძე: ბიორკის კონცერტზე: "სივრცე არ გვაქვს ბევრი თბილისში, რომ ბიორკს შესთავაზო კონცერტის ჩასატარებლად, თორემ 20.000იან აუდიტორიაში ალბათ სხვა პირობები იქნებოდა - რაც შეეხება ასეთი მცირე ზომის დარბაზებში კონცერტზე დასწრებას, სადაც სცენასა და მაყურებელს შორის დისტანცია ასე მცირეა, ვფიქრობ ნორმალური ფასები დაწესდა - ტუმცაღა ვისაც ბიორკი უყვარს, ბევრს არ აქვს იმის შესაძლებლობა გადაიხადოს - 1000 ლარი ოჯახიდან, ამიტომ რთული თემაა. შეიძლებდა 200 ლარიანი ბილეთები მეტი ყოფილიყო :(

რეი ჩარლზი რომ იყო ჩამოსული, მახსოვს დედაჩემთან ერთად ვიდექი 16 სართულზე და ფილარმონიას იქედან ვუყურებდით, რადგან ბილეთის ფასი მაშინაც საკმაოდ არა ადექვატური იყო. მაგრამ მოგონება ვინც კონცერტს დაესწრო - წარუშლელი. პრივატულ სივრცეში რეი ჩარლზი - საკმაოდ დიდი ფუფნებაა, ასევეა ვფიქრობ ბიორკიც.

ამიტომ უნდა გიღირდეს, თუ გაქვს ადამიანს შანსი, ვფიქრობ ბიორკზე უნდა წახვიდე - ვინც ფანია და ვისაც სიგიჟემდე უყვარს, რადგან ასეთ კონცერტზე დასწრება ტოვებს ჩვენზე წარუშლელ კვალს, ძვირია - მაგრამ თუ კონცერტი კარგია, წლების მერე ბილეთის ფასი არა მაგრამ, კონკრეტული საღამოს კონკრეტული შეგრძნებები მუდამ თან დაგდევს.."

ეკატერინე ადეიშვილი: "მეგობრებო. ჩემთვის ახალია ეს ინფორმაცია, რადგან მხოლოდ ამ წამს გავიგე, რომ მაქვს პატივი, (კიდევ ერთხელ) შევუერთდე გუნდს - სოუ ფესტივალის გუნდს, რომელსაც საქართველოში ჩამოჰყავს "ბიორკი".

ახლა რა შეეხება საქმეს:) Check in Georgia - არის SOU festival-ის მეგობარი, რასაკვირველია. კონკრეტულად ამ კონცერტზე, მათი მხრიდან ჩვენი დახმარება არის მხოლოდ ტექნიკური და საინფორმაციო. არავითარ ფულად დახმარებაზე საუბარი არ არის.

მეორე საკითხი არის ბილეთების გაყიდვა და მათი ფასი. როგორც დაიწერა, იყო და გაიყიდა კიდეც 50 და 80 ლარიანი ბილეთები. (ის რომ, დაბალფასიანი ბილეთები ყოველთვის მალე იწურება, არავისთვის არის გასაკვირი.)

"ბიორკის" კონცერტზე დასასწრები ბილეთები ყოველთვის ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ SOU festival ს, მოლაპარაკებების შედეგად, გარკვეული ტიპის ფასდაკლებაც კი აქვს მომსახურებაში, ვერ მოხერხდა ბილეტების ფასი ყოფილიყო ამაზე იაფი. სტანდარტულად, ამ რანგის შოუს და მუსიკოსის ფროდაქშენ მომსახურება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ გადახედავთ 2017 წლის კონცერტების ბილეთების ფასებს მტელს მსოფლიოში, 3-ჯერ, 4-ჯერ და ხანადახნ 10-ჯერ ძვირიც არის.

მე-3 რანგის ბილეთის საშუალო ფასი - 66 დოლარი
მე-2 რანგის ბილეთის საშუალო ფასი - 345 დოლარი
1-ლი რანგის ბიელთის საშუალო ფასი - 2100 დოლარი

გაითვალისწინეთ, სივრცეებიც, რომელშიც კონცერტები ტარდება. აქ გაცილებით ნაკლები ადგილია, ვიდრე სტადიონებზე. შესაბამისად, სტადიონებზე გამართული კონცეტრების ბილეთების ფასიც გაცილებით დაბალია.

ბოლოს, დიდი მადლობა. შეგიძლიათ გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია და კითხვების შემთხევაში დაგვიკავშირდეთ, Sou Festival-ის მედია კოორდინატორებს.

სალომე ბენაშვილი - 577 110 571
ეკატერინე ადეიშვილი - 599 76 05 09"

ზურაბ ჯაფარიძე:  "ბიორკის ვიზიტზე: ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ბიორკი ჩამოჰყავთ, ფინანსდება ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიის მიერ. ზოგადად, Check in Georgia-ს პროექტებს კულტურის სამინისტრო აფინანსებს ხოლმე, მაგრამ ეს ფესტიავლი რატომღაც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაიბარა (შესაძლოა კვალის არევის მიზნით :))

(წყარო: http://www.economy.ge/?page=news&nw=178)

მეორე კონცერტიც არის, სადაც ყველაზე იაფი ბილეთი 200 ლარი ღირს

ვინ შესძლებს ამ ბილეთების ყიდვას და კონცერტზე დასწრებას?

ცხადია მხოლოდ შეძლებული ფენა (იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ვინც ამას გააკეთებს შეძლებული ფენის წარმომადგენელია ამ ქვეყნის სტანდარტებით, მიუხედავად იმისა თავად როგორ თვლის)

ანუ, რომ შევაჯამოთ, რა ხდება:

1. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში და ძალიან დიდი ნაწილი - უკიდურეს სიღატაკეში, ეს უბედური ხალხი იხდის გადასახადებს, რომლითაც ვიღაც პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ვიღაც ჩინოვნიკები აფინანსებენ სხვადასხვა 'ბიორკის კონცერტებს', რომელსაც ესწრებიან მხოლოდ შეძლებული ადამიანები, მათ შორის იგივე გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები და იგივე შემსრულებელი ჩინოვნიკები

2. ეს პოლიტიკოსები და ეს ჩინოვნიკები ეუბნებიან ამ უბედურ ხალხს რომ ამას მათივე კეთილდღეობისთვის აკეთებენ, რადგან სხვადასხვა 'Check in Georgia'-ები თურმე ტურისტებს მოიზიდავს და აქედან მათაც ექნებათ ხეირი (პენსიებს და სოც. დახმარებებს გაუზრდიან)

3. უბედური ხალხი სამადაა გაყოფილი: ერთნი კმაყოფილნი არიან - ,,ეეე ბიორკი ჩამოდის ტო". მეორენი იგინებიან ასე ძვირი რატომ ღირსო. მესამენი იგინებიან ბიორკი რა ჩამოსაყვანი იყო, ჩვენ რედიოჰედი გვინდოდაო

არადა, მარტო კულტურის და ეკონომიკის სამინისტროები რომ გავაუქმოთ, გარდა იმისა რომ ბევრ ასეთ წარმოუდგენელ, ირაციონალურ, უსამართლო, სამარცხვინო და იდიოტურ რაღაცეებს აღარ გავაკეთებთ, პლიუს 370,000,000 ლარს დავზოგავთ მომავალ წელს"

მარიამ კაპანაძე: "სევდიანი ამბავი ბიორკის კონცერტისა და ათი მისტიკური 50 ლარიანი კონცერტის ბილეთებისა. ბუნებრივად ზეშთაგონებულ - აღფრთოვანებული იმ ფაქტით, რომ ბიორკი საქართველოში ჩამოდის, შევძარი მთა და ბარი :-D დილიდან მობილიზაცია მეგობრების, მსურს ვიყიდო იაფი ბილეთი, ბედკრული საქართველოს ბედკრულმა უმუშევარმა შვილმა. ჩემი მეგობრები არ დამზარდნენ, ფულიც მიშოვეს და დილითაც ადრიანად გაიღვიძეს, მაგრამ, როგორც თქვენ, აქ, საქართველოში მყოფებს, ტოკიოში არ გაგიღვიძიათ, ისე არავის ეს 50,80, 150 ლარიანი ბილეთები არ უნახავს. წავედი სალაროში, სალაროსთან რა ბიორკი რის ბიორკიო, წადი თირკმელები ჩააბარე და 570 ლარიანი ბილეთი იყიდეო. ვზივარ ავტობუსში და ვფიქრობ,SOU festival Rooms Hotels TKT.GE - ბილეთები ონლაინ სინდისის და პრესტიჟის განცდა გაგაჩნიათ? ძალიან ბევრი გენიალური არტისტის კონცერტზე ვარ ნამყოფი, მსგავსი ისტორიების, ბრძოლის და დაძაბულობის გარეშე , ეს საქართველოა და მოსახლეობის უმრავლესობამ დრაკონი უნდა დაამარცხოს ამდენი ფული ბილეთისთვის რომ იშოვოს. იქნებ კარგად გაგეხილათ თვალები. 
P.S ასე განვასრულე ამბავი და ბიორკის კონცერტზე მაშინ წავალ ისლანდიაში, განგების ძალით 570 ლარს რომ დავაგროვებ ".

ზურაბ თალაკვაძე: "ბიორკი გენიალური შემსრულებელია და ბიორკზე ბიორკის მსმენელები ვერ მოხვდებიან. საოცარი ქვეყანა ვართ"

ნინა სუბლატი:  "სახელმწიფოს მიერ ხალხის ფულით(ჩვენი, ბიორკის მსმენელების, ფანების, გულშემატკივრების, სულ რომ არ იციან ბიორკი ვინაა იმათი ფულით)(და ამ კონცერტს კიდე სპონსორებიც ყავს..) დაფინანსებულ კონცერტზე, ბილეთი 700 და 800 ლარს რომ ღირს...და ამ ყველაფერთან ერთად რომ ამბობ ვითომ 50-100 ლარიანი ბილეთები გაქვს და როცა საყიდლად შედიხარ ბუუმ და თურმე 1 ცალიც აღარაა... და ვინ უნდა დაჯდეს იმ მილიონიან ადგილას, კონკრეტულად რაღაც და ვიღაც პრივილეგირებული კლასისთვის ტარდება იმ ბიორკის კონცერტი რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვუსმენ და 1 ნამუშევარი არ აქვს გავარდნილი სადაც ზეპირად არ ვიცი სად, რატო და რა მიზნით რა ინსტრუმენტი და რა ვოკალი შედის, და სად და როდის და რატომ ჩაიწერა და დაიწერა ტრეკი... სირცხვილია, ხალხის დამცირებაა, მსმენელების დამცირებაა, მელომანების დამცირებაა, ჩვენი - მუსიკოსების დამცირებაა, იმიტომ რომ მგონი ყველამ კარგად იცის ჩვენი ღირსშესანიშნავი შემოსავლების შესახებ და ადამიანს, მუსიკოსს, თავისი უსაყვარელი მუსიკოსის, შთაგონების კონცერტზე წასვლის შანსს რომ ხელიდან გამოგლიჯავ, და ვიღაცას მისცემ მარტო იმიტომ რომ ყოველთვიური ხელფასი აქვს და მისთვის 800 ლარი არაფერია.. რა ვთქვა, გული მერევა. ქვეყანაში სადაც მოსახლეობის უმეტესს საშუალოზე დაბალი შემოსავალი აქვს და ხელოვანებს საერთოდ შემოსავალი არც ახსოვთ რაარის <3

p.s და ეს ევროპაში ამდენი ღირს და ამერიკაში იმდენი ორგანიზატორების მხრიდან მოწოდებული ინფო არავის სჭირდება რა!"

ალექსანდერ ბაგრატიონი-დავიდოფი: "ბიორკი უნდა იყოს ლოკომოტივზე. იდეალური იქნებოდა" 

ბექა ბოკუჩავა: "ბიორკი 750 ლარი კი არა - ფასდაუდებელია...  მაგრამ... საქართველოში ჩამოჰყავთ მხოლოდ იმისთვის, რომ ფულიანმა დედიკო-მამიკოებმა ნახონ, იმის მიუხედავად, რომ სულ არ იციან, ვინ არის ბიორკი და სულ არ სტკივათ მისი მუსიკა...  საქართველოში ძალიან ცოტა ფანი ჰყავს ბიორკს და მათაც არამგონი 750 ლარიანი ბილეთის ყიდვა შეძლონ, მაგრამ უამრავი გვყავს ფულიანი, რომელიც მუსიკის გარტყმაში არაა,სწორედ ბიორკის კონცერტს ისინი შეავსებენ, უემოციოდ...  ბიორკს ეს რომ სცოდნოდა, არც ჩამოვიდოდა...  ბოდიში - ყველგან ჩაჯმული გვაქვს..."

სალომე ფაჩუაშვილი: "ეს არის უდიდესი უნამუსობა! 3 დღით ადრე რომ გეუბნებიან ბილეთების გაყიდვამდე რომ ბიორკი ჩამოდის და ბილეთი 50 ლარიდან დაიწყება, ხოლო სინამდვილეში 200 ლარიდანაა ხელმისაწვდომი ბილეთები. ბიორკმა რა დააშავა თორემ კი არიან ღირსები ცარიელი დარბაზი დახვდე".