ნიუ-იორკის კინოფესტივალზე, რეჟისორ ვუდი ალენის თრილერის, „ბორბალი საოცრება"(ეშმაკის ბორბალი) „Wonder Wheel“-ის პრემიერა გაიმართა.
ფილმში, მთავარ როლებს, ქეიტ უინსლეტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი. ჯეიმს ბელუში და ჯუნო ტემპლი ასრულებენ. პრემიერაზე დაგეგმილი იყო, რომ, კეიტი, წითელ ხალიჩაზე, ქმართან, ნედ როკენროლთან ერთად უნდა გამოჩენილიყო, ჯასტინი კი, მეუღლესთან, ჯესიკა ბილთან ერთად.
აღმოჩნდა, რომ მსახიობი და რეჟისორი, წითელ ხალიჩაზე, მეორე ნახევრების გარეშე პოზირებდნენ.
წითელ ხალიჩაზე გამოწვეულ ტალღას, კინოსტუდია „Amazon Studios“-ს დირექტორის, როი პრაისის სკანდალიც დაემატა,, რომელიც ფილმის პროდიუსერია, მას, ისევე როგორც პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს, სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „Amazon Studios”-ს ღმასრულებელმა პროდიუსერმა, აიზა ჰეიტმა, რომელმაც როისს სასამართლოში უჩივლა, განცხადება გააკეთა. .
წითელ ხალიჩაზე, ქეით უინსლეტი, "Alexander McQueen" დიზაინის, შავ, გრძელ კაბაში პოზირებდა. .
შეგახსენებთ, რომ მოქმედება, ფილმში, 1950-იანი წლების ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში მიმდინარეოს. მთავარ როლებს კი, ქეით უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებენ.
ქეით უინსლეტის გმირს, ჯინს, მაშველი შეუყვარდება, რომლის როლსაც ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებს
რეჟისორ ვუდი ალენის ახალი ფილმი, "ბორბალი საოცრება" (ეშმაკის ბორბალი) / Wonder Wheel.Wonder Wheel, 2017 წლის პირველ დეკემბერს გამოვა