სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ანგარიში წარუდგინა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის ფაქტებზეა საუბარი. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, სკოლის თანამშრომლების და განსაკუთრებით მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს, ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლის დასჯის მიზნით მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების, ეზოს, სკოლის დერეფნის, ტუალეტის დალაგება.
როგორც კვლევის მონაცემები აჩვენებს, არცთუ მცირეა იმ მოსწავლეების და სკოლის თანამშრომლების რაოდენობა, ვინც ძალადობად არ მიიჩნევს შემდეგ ქმედებებს: ყვირილს, მუქარას, სოციალურ ქსელში არასასურველი ინფორმაციის გავრცელებას მოსწავლის ნებართვის გარეშე, უსამართლოდ ნიშნის დაკლებას, თანაკლასელების წინაშე გალანძღვას, მშობლის შეურაცხყოფას, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვას.
შეგახსნებეთ, კვლევა 2016-2017 სასწავლო წლებს მოიცავს. მონიტორინგს გაერო-ს ბავშვთა ფონდი ახორციელებდა.