"მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ოთხი ფუნთუშა უყიდა..."- ძალადობა სკოლაში

13:00 10-17-2017
2559

სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ანგარიში წარუდგინა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის ფაქტებზეა საუბარი. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პროცესში, 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მათივე თქმით, ეს მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირების ფორმაა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური, ან ვერბალური სახის ძალადობრივი რეაგირება უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. 

"მოსწავლეების მიერ უფროსების მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიამრთვის დასახელებული ფორმებია: "დებილო", "სულელო", "უჭკუო", "ლაწირაკო", "უტვინოებო, ბატებო, ჩლუნგებო", "სახედრებო", "თახსირაშვილებო", "ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით", "თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით", "ეშმაკსაც წაუღიხართ", "სისხლი გაგიშრათ თქვენ", "მათხოვრებო", "დეგენერატებო", 'საღორეში იზრდებით", "წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი".

ბავშვები საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება, დარტყმა, მოსწავლის ფეხზე, ან კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის, ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ცარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება. მათი თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გავკეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას და სხვა დისციპლინურ დარღვევებს. მაგალიღად ბავშვებმა ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენეს: "მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ამავე მოსწავლეს ოთხი ფუნთუშა უყიდა, არავისთვის რომ არ მოეყოლა ეს ამბავი. მეორედ, მსგავსი შემთხვევის დროს, პედაგოგმა მოსწავლეს 10 ქულა დაუწერა. "მოსწავლემ გაკვეთილის დროს ქაღალდი ისროლა. ამის გამო მასწავლებელმა მას ის ქაღალდის ნაგლეჯი პირში ჩაადებინა", - აღნიშნულია ანგარიშში. 

შეგახსნებეთ, კვლევა 2016-2017 სასწავლო წლებს მოიცავს. მონიტორინგს გაერო-ს ბავშვთა ფონდი ახორციელებდა. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე