"მიეცით ამ გაჭირვებულს კალამი, მაინც სოციალურად დაუცველია..." - დირექტორი სკოლის მოსწავლეზე

13:15 10-17-2017
319

სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ანგარიში წარუდგინა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის ფაქტებზეა საუბარი. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა პედაგოგების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება ეთნიკური და რელიგირუი უმცირესობის მოსწავლეთა მიმართ.

ბავშვები ყვებიან, რომ ისტორიის მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებამდე მთელ კლასს ალოცებს.

"კლასში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ლოცვის დროს ფეხზე უნდა ადგნენ. რაც შეეხება ინტერვიუებს დირექციის წარმომადგენლებმა და მანდატურებთან, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა დისკრიმინაციული მიდგომები ზოგიერთი არასრულწლოვნის, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონდე, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის, სოციალურად დაუცველი ბავშვის მიმართ. სკოლის დირექტორი დაუნის სინდრომის მქონე არასწროლწლოვანზე: "ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა"სხვა დირექტორი ერთ-ერთ მოსწავლეზე სახალხო დამცველის წარმომადგენლების თანდასწრებით: "მიეცით ამ გაჭირვებულს კალამი, მაინც სოციალურად დაუცველია", -აღნიშნულია ანგარიშში. 

 

შეგახსნებეთ, კვლევა 2016-2017 სასწავლო წლებს მოიცავს. მონიტორინგს გაერო-ს ბავშვთა ფონდი ახორციელებდა

ავტორი: ლილუ მიროტაძე