სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ანგარიში წარუდგინა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის ფაქტებზეა საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსწავლეები საუბრობდნენ ბულინგის სხვადასხვა ფორმაზე, როგორც თანატოლების, ისე უფროსკლასელების მხრიდან.
"თანატოლებს შორის დაცივნა, მეტსახელით მოხსენიება პრობლემად იშვიათად აღიქმება. მოსწავლეთა საუბრიდან ცხადი ხდება, რომ მეტსახელის შერქმევა ნორმალიზებულია. ვერბალური ბულინგი ხშირია გარეგნობისა და ფიზიკური მონაცემების, სოციალური მდგოამრეობის, ასევე აკადემიური მოსწრების გამო: "თუ ბავშვი მსუქანია, მას დასცინიან". "ერთ მოსწავლეს, რომელსაც არ შეუძლია სწრაფად სირბილი, ბავშვები სთავაზობენ სირბილში შეჯიბრს, ვითომ ნელა დარბიან, მერე მაინც უსწრებენ და დასცინიან"; "ერთხელ ბავშვი დედამისის ქუსლიანი ფეხსაცმელებით მივიდა სკოლაში, რადგან სხვა არ გააჩნდა, რის გამოც ყველამ დასცინა. ამის შემდეგ ბავშვს ერთი კვირა არ უვლია სკოლაში", - აღნიშნულია ანგარიშში.
შეგახსნებეთ, კვლევა 2016-2017 სასწავლო წლებს მოიცავს. მონიტორინგს გაერო-ს ბავშვთა ფონდი ახორციელებდა