"ერთ გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვს ყველა "ტილიანს" ეძახის..." - ბულინგის ფაქტები სკოლებში

13:34 10-17-2017
429

სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ანგარიში წარუდგინა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის ფაქტებზეა საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსწავლეებმა ფოკუს ჯგუფების მიმდინარეობისას ფიზიკური ბულინგის არაერთი შემთხვევაც დაასახელეს.

"ჩხუბი, ფეხის დადება, თმის მოქაჩვა, ხელის გადატრიალება, დაჯახება, "წაპორწიალება" პირადი ნივთების განზრაც დაზიანება, ან წართმევა, უმცროსკლასელების ფანჯრიდან გადაკიდება, ფულის გამოძალვის ტუალეტში შეშვების საფასურად, სიგარეტის მოწევის იძულება. გავრცელებულია უფროსკლასელების მიერ სკოლის ტუალეტთან პატარა ბავშვების "გამოჭერა" და მათი ჩხუბში ჩართვა", - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ ყველაფრის გამო მ ოსწავლეებს მიუმართავთ მასწავლებლებისთვის, თუმცა ბავშვები ხშირად იმასაც ამბობენ, რომ მიმართვას "აზრი არ აქვს". მათი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი თავად შესწრებია ამგვარ ფაქტებს, მაგრამ ბულერებს ქცევა არ შეუცვლიათ.

"გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა შორის დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლოებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ, არასათანადოა. მოსწავლეები იხსენებენ შემდეგ ფაქტებს: "ჩვენთან ერთი ინვალიდი ბავშვია და ყველა თვლის, რომ ის არაფერს წარმოადგენს, დასცინიან და თან ყველაგფერს მას ავალებენ - მიდი, მიდი ბურთი მომიტანე, ეს გააკეთე, ის გააკეთე. იმ ბავშვ უხარია ყურადღებას რომ აქცევენ, მაგრამ ესენი მასხრად იგდებენ და იყენებენ", "ერთ გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვს ყველა "ტილიანს" ეძახის, ერთი "ავადმყოფი" დადის, რომელსაც ყველა დასცინის", - აღნიშნულია ანგარიშში. 

შეგახსნებეთ, კვლევა 2016-2017 სასწავლო წლებს მოიცავს. მონიტორინგს გაერო-ს ბავშვთა ფონდი ახორციელებდა

ავტორი: ლილუ მიროტაძე