„ნიჭიერის“ სცენაზე შორენას ქალმა ტუჩებში აკოცა - „მომაჯადოვებელი იყო, შარმიანი“- exclusive

14:17 10-17-2017
17357

გუშინ „ნიჭიერმა“ „იმედზე“ აიღო სტარტი. მეგაშოუში სხვა საინტერესო ნომრებთან ერთად ესპანელი ლამაზმანის უცნაური ნომერიც ვნახეთ. ქალი ვენესუელიდან, რომელიც ნომრის დაწყებისას მამაკაცი გვეგონა, ქალ პანტერად გადაიქცა. ნომრის შესრულეაბაში ესპანელ გოგონას შორენა ბეგაშვილი დაეხმარა.

შორენა ბეგაშვილი:

- მოულოდნელი იყო, კონკუსრსანტისგან ჩემი სცენაზე მიპატიჟება, მაგრამ ამ შოუსგან ყველაფერს ველი ხოლმე. 

- იფიქრე, სანამ სცენაზე ახვიდოდი?

- რაზე უნდა მეფიქრა, ეს ის გუნდია, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ბოლომდე ვენდობი. ფიქრის დრო არ მქონდა. ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ვიფიქრე საფრთე მისგან არ იქნებოდა (იცინის). ახლოდან რომ გენახათ, ვერც კი იფიქრებდით, რომ გოგო იყო. მერე უცბად ძალიან  ლამაზი გოგო გახდა, ეგზოტიკური სილამაზის გოგო, მომაჯადოვებელი, შარმიანი. 

- მაყურებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დადგმული. იცოდი წინასწარ რომ სცენაზე ასვლა მოგიწევდა?

- როგორ გითხრათ. როცა სცენიდან დამინახა იმ ბიჭმა, მანიშნა, ამოდიო. მიკროფონი დამიმაგრეს, სანამ ჩემთან მოვიდოდა. ეს იყო სულ. ეს შოუა, აქ ყველაფერს უნდა ელოდო. სპონტანურობა უხდება შოუს.

- უხერხულობის განცდა გქონდა, როცა სცენაზე იდექი?

- ისეთი გუნდი მუშაობს ამ პროექტზე, რომელსაც კარგად ვიცნობ. მათთან წლების განმავლობაში მიმუშავია. ყოველთვის მიფრთხილდებიან, ვიცოდი, რომ ცუდად არ მომექცეოდნენ, უხერხულობის მომენტს არ შემიქმნიან, თუნდაც კონკურენტ არხზე ვმუშაობდე. ამიტომ ვენდობი და არც მიფიქრია, ავსულიყავი თუ არა სცენაზე. მე მჯერა ჩემი გუნდის. 

- კულისებში შედგა შენსა და კონკურსანტს შორის საუბარი?

- კი, ფოტოებიც გადავიღეთ. არაჩვეულებრივი გოგონაა. 

- შორენა, ის ფაქტი რომ შენ „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი ხარ, გიშლის ხელს იმაში რომ იყო „ნიჭიერის“ მაყურებელი, გამოჩნდე ამ პროექტში?

- არა, მე აღარ ვარ „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი.

- მაშინ ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავ, ხომ არ გამოჩნდები „იმედზე“ ან სხვა არხზე?

- ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია. 

ნინო მჭედლიშვილი



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი