ფილმ "მძევლების" რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა და მსახიობმა ნადეჟდა მიხალკოვამ შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინება გადაწყვიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემა glamur.ru ავრცელებს.
მიზეზს, თუ რატომ გადაწყვიტა ცნობილმა წყვილმა განქორწინება, გამოცემა არ ასახელებს. კულუარებში საუბრობენ, რომ რეზოს ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდა – 34 წლის ნადეჟდა ობოლენცევა.
ნადეჟდა მიხალკოვა და რეზო გიგინეიშვილი 2010 წელს დაქორწინდნენ. მსახიობს და რეჟისორს ორი შვილი ჰყავთ: 5 წლის ნინო და 3 წლის ივანე.