ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ამერიკელმა ქაბატონმა, ერთი დღით იყიდა

12:50 10-18-2017
794

პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მადრიდის "რეალის" გუნდის წევრია, საქველმოქმედო ფოდის გამო, არაფერზე უარს არ ამბობს და ყველა შემოთავაზებაზე მზად არის. იმაზეც კი თანახმაა, რომ მისი ცხოვრების 24 საათი, ვინმეს მიყიდოს.

"people"-ს წყაროს ცნობით, ლეგენდარული ფეხბურთელის ამ ქველმოქმედებას, აშშ-ის მოქალაქე, კალიფორნიელი  ქალბატონი გამოეხმაურა, რომელიც თანახმაა, რომ 32 000 ევროს სანაცვლოდ, ერთი დღე, ლეგენდარულ ფეხბურთელთან ერთად გაატაროს.

თანხა, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. გოგონას, ესპანეთის ჩემპიონატზე დასაწრები ორი „VIP” ბილეთი დაუჯავშნეს. ამასთან ერთად, მას საშუალება ექნება, საფეხბურთო გუნდის „რეალის“ მატჩის წინ, ვარჯიშს დაესწროს, სადაც ნახოს როგორ ემზადება რონალდო და თან ავტოგრაფიც გამოართვას.

 შეგახსენებთ, რომ რონალდო, სპორტსმენებს შორის, ყველაზე ცნობილი ქველმოქმედია, 2014 წელს, ერთ-ერთმა ოჯახმა, ფეხბურთელს წერილი გაუგზავნა, სადაც მას ბოტასების(ბუცების) და ძველი ფეხბურთის ფორმის გამოგზავნას სთხოვდა, რომელსაც აუქციონის წესით გაყიდიდნენ და 10 თვის შვილს ოპერაციას, გაუკეთებდნენ.  რონალდომ, მათ, ამანათიც გაუგზავნა და ოპერაციაც და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანხაც დაუფინანსა.  

გარდა ამისა, რონალდო პერიოდულად რიცხავს თანხებს, პორტუგალიის „კიბოსთან ბრძოლის“ გაერთიანების  ლიგაში, სადაც ფეხბურთელმა, უკვე, 10 მილიონ ევროზე მეტი  გადარიცხა.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე