„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ნორმალურია, რომ პარტიას შემომწირველები ყავს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელთა კითხვა წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ დაფინანსებას ეხებოდა.
"ნორმალური არის ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია. სწორედ ამიტომ ვართ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, ჩვენ ეს გვესმის, ვაანალიზებთ ყველაფერს და ვგეგმავთ მოგვარების გზებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.