ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ულტიმატუმის ამოწურვის წინ, გაფრთხილება გაუგზავნა ავტონომიის ხელმძღვანელობას. ესპანეთის მთავრობამ მოუწოდა კატალონიის ლიდერს კარლეს პუჩდემონს მიეღო გონივრული გადაწყვეტილებები.
“მე ვთხოვ პუჩდემონს,იყოს ბრძენი, დაბალანსებული და პირველ რიგში, გაითვალისწინოს ყველა მოქალაქის ინტერესი“, - განაცხადა მარიანო რახოიმ.
10 ოქტომბერს პუჩდემონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ. ამის შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ მოითხოვა კატალანური ხელისუფლებისგან,რომ მიეღო ფორმალური პასუხი 16 ოქტომბერამდე,გამოცხადე თუ არა მათ დამოუკიდებლობა რეგიონში,ამის ნაცვლად პუჩდემონმა რახოის გაუგზავნა წერილი,სადაც წერდა რომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო შეჩერებული და სურდა მას დიალოგის დაწყება მადრიდთან. მაგრამ მადრიდმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა და წაუყენა ახალი ულტიმატუმი კატალონიის მთავრობას,რის შედეგადაც მისცეს ვადა 19 ოქტობრამდე.
ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პრეზიდენტი გააფრთხილა იმის შესახებ,რომ მათ შეუძლიათ გამიყენონ კონსტიტუციის 155 -ე მუხლი,რომელიც საშუალებას აძლევს მადრიდს პირდაპირ მართოს ავტონომია.
39 წლის განმავლობაში ესპანეთში კონსტიტუციის 155-ე მუხლი არ გამოუყენებით, მიუხედავად იმისა, რომ კატალონელებმა ორჯერ მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაციები - 2013 წლის იანვარში და 2015 წლის ნოემბერში. ესპანეთის ხელისუფლებამ კი ორივეჯერ უკანონოდ ცნო კატალონიის დამოუკიდებლობა და მათი ქმედებები სწრაფადვე ჩაახჩო.
ამ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე რეგიონიდან გავიდნენ ბანკები და საწარმოები,იმის შიშით რომ მალე კატალონელები დატოვებენ ესპანეთს. . ესპანეთის კოლეჯის სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 540 ბანკმა და ფირმამ უკვე შეცვალა მათი ლეგალური და საგადასახადო მიმართულება კატალონიაში, რამაც არასტაბილური ვითარებაა გამოიწვია ქვეყნის სხვა რეგიონებში.