ესპანეთის დედოფლის დღის ლუქი

12:27 10-19-2017
365

ესპანეთის დედოფალმა ლეტიციამ საკუთარი გარეგნობითა და იმიჯით მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. როცა მისი ქმარი, ფილიპ VI ტახტზე ავიდა, მის მიმართ დიდ ინტერესს არ გამოხატავდნენ, ვინაიდან დედოფალი ძირითადად ოჯახისა და ბავშვების მოვლით იყო დაკავებული. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა და დღეს დედოფალი აქტიურად ჩნდება საზოგადოებაში. როგორც მოდის კრიტიკოსები ამბობენ, დედოფალი თითოეული სამოსის დეტალს მაქსიმალური ყურადღებით არჩევს. ამჯერად დედოფალი, მადრიდის რეზიდენციაში ზარას მწვანე ფერის კაბით გამოჩნდა და რომელსაც ყვავილებიანი პრინტი ამშვენებდა.