ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამატებითი მტკიცებულებები კიდევ იყოს მოპოვებული - ზალკანიანი ოსორაულზე

13:09 10-19-2017
119

საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილის დავით ზალკანიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად არის კონტაქტზე კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახის წარმომადგენლებთან.

"ისინი თავიდანვე იყვნენ ინფორმირებული იქ განვითარებული პროცესების შესახებ. იქ განვითარებული რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო ძალიან რთულია, რომ მყარი მტკიცებულებები იყოს წარდგენილი, თუმცა ის დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, ბუნებრივია, ოჯახისთვისაც იყო ცნობილი. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი გამოყენებული გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამატებითი მტკიცებულებები კიდევ იყოს მოპოვებული და ოჯახს მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. ძნელია იმის მტკიცება, გარდაცვლილია თუ არა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული საბუთები, რაც გვაქვს, ბუნებრივია, მივაწოდეთ ოჯახს",- განაცხადა ზალკალიანმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე