ჰოლივუდმა, ცნობილი მსახიობი ნიკოლ კიდმანი და პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი. კიტ ურბანი, უკვე დიდი ხანია, ყველაზე სასიამოვნო და საყვარელ წყვილად აღიარა. ისინი, რამდენიმე ხნის წინ, ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ საზოგადოების წინაშე, ყოველთვის ერთად ჩნდებიან.
საინფორმაციო პორტალი "people"-ის ცნობით, გუშინ ურბანი, ნეშვილში, ტენესის შტატში, ტელეშოუ "Artists Of The Year"-ში, იღებდა მონაწილეობას, სადაც, მსახიობი, ნიკოლ კიდმანიც, მასთან ერთად იმყოფებოდა.
წითელ ხალიჩაზე, ვარსკვლავური წყვილი, ერთად პოზირებდა და ტელეკამერების წინ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. ნიკოლი, "Versace"-ს დიზინის, ღია ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა, 2006 წლის 25 ივნისს, ავსტრალიაში, იქორწინეს. 2 წლის შემდეგ, წყვილს, ქალიშვილი, სანდეი როუზი შეეძინა. მეორედ ნიკოლი და კიტი, სუროგატი დედის წყალობით, გახდნენ მშობლები - 2010 წელს კი, სანდეის და, ფეიტ მარგარეტი შეეძინა.
იხ. ფოტოები: