"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა.
მისი თქმით, მმართველ გუნდსა და იმ დროინდელ ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია სურდათ, თუმცა ამის ინტერესი თავად ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ.
"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები კახა კალაძესთან, როდესაც ის იყო ენერგეტიკის მინისტრი. მან გამოთქვა მზადყოფნა, მოსულიყო პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში მოეხსენებინა დეპუტატებისთვის "გაზპრომთან" დაკავშირებული საკითხები. შედგა კომუნიკაცია უმცირესობასთან, მაგრამ მათ დიდი ენთუზიაზმი არ გამოხატეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, დახურული ფორმატი არ აწყობდათ, რადგან ეს ყველაფერი უნდოდათ შოუსთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნაზე, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა.
მისი განმარტებით, მმართველ გუნდსა და იმ დროინდელ ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია სურდათ, თუმცა ამის ინტერესი თავად ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები კახა კალაძესთან, როდესაც ის იყო ენერგეტიკის მინისტრი. მან გამოთქვა მზადყოფნა, მოსულიყო პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში მოეხსენებინა დეპუტატებისთვის "გაზპრომთან" დაკავშირებული საკითხები. შედგა კომუნიკაცია უმცირესობასთან, მაგრამ მათ დიდი ენთუზიაზმი არ გამოხატეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, დახურული ფორმატი არ აწყობდათ, რადგან ეს ყველაფერი უნდოდათ შოუსთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.