პროგრესი არის, მაგრამ არის პრობლემებიც, რომელიც საყურადღებოა- იანოშ ჰერმანი

16:07 10-19-2017
94

წლევანდელმა მედიამონიტორინგი აჩვენა საკმაოდ კარგი ტენდენცია და დადებითი შედეგები -ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული გამონაკლისები და პრობლემები.

"მედიამონიტორინგი არის ძალიან კარგი სავარჯიშო, ინიციატივა წინასაარჩევნო გარემოსთვის. იმ საკითხებში, რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს და მედიის თავისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პრობლემებს. პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის პრობლემები, რომლებიც არის, ძალიან საყურადღებოა. იმედი მაქვს, რომ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ხელს შეუწყობს საქართველოს მედიის განვითარებას",- განაცხადა ჰერმანმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, "ინტერნიუსი-საქართველომ" და სამოქალაქო განათლების ინსტიტუტმა საარჩევნო მედია მონიტორინგის პირველადი შედეგები წარადგინა.