პირველ ნოემბერს საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. იმავე დღეს ძალაში შევა ახალი ანტიტერორისტული კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს პოლიციის უფლებამოსილებას. სამართალდამცავებს ახალი შესაძლებლობები ექნებათ,ბინის ჩხრეკისა და ქუჩაში მოქალაქეების შესამოწმებლად.
გარდა ამისა, სამართალდამცველები შეძლებენ მეჩეთების დახურვას,თუ მეპატრონე ტერორიზმში იქნება ეჭვმიტანილი.
ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ,რომ ეს კანონი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით იქნა მიღებული,არღვევს სამოქალაქო თავისუფლებას ქვეყანაში.