ლეონარდო დი კაპრიო უკრაინელ ტოპ-მოდელთან ერთად დააფიქსირეს - ვარსკვლავების ახალი რომანის დასაწყისი?

12:47 10-20-2017
326

ცნობილია, რომ ამერიკელი მსაახიობი, ლეონარდო დი კაპრიო, ხშირად ხდებოდა მოდელების სიყვარულის მსხვერპლი.

people-ის წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, მსახიობი, 28 წლის უკრაინელ ტოპ-მოდელთან, ალინა ბაიკოვთან ერთად დააფიქსირეს. სუპერმოდელს, ხშირად, გარეგნობით, მოდელს, ჯიჯი ჰადიდს ამსგავსებენ. 

წყვილი, დი კაპრიოს საუკეთესო მეგობართან, ტობი მაგუაირთან და უცნობ ქერათმიან ქალბატონთან ერთად, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და ლეო და ტობი, სხვა მიმართულებით წავიდნენ. აშკარად ჩანდა, რომ ლეონარდო, ალინას, თვალს არ აშორებდა, მხიარულად საუბრობდნენ და იცინოდნენ.

შეგახსენებთ, რომ, ალინა, უკრაინის ქალაქ კიროვოგრადში, ღარიბ ოჯახში დაიბადა.  სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ოფიციანტად, რის შემდეგაც, სამოდელო ბიზნესში მიიწვიეს.

ამ ეტაპზე, ალინა ბაიკოვი, Hermes-ის, Calvin Klein-ის და Zuhair Muуad-ის სამოდელო სააგენტოების თანამშრომელია. ამავე დროს, მონაწილეობას იღებდა  ჟურნალების, Vogue Australia, Vogue Italia Beauty, Elle Russia, Harper’s Bazaar Ukraine,   Armani-ის რეკლამებში და ცნობილი ბრენდების, Christian Dior, Etam, Stephane Rolland Couture, Hugo Boss-ის  შოუს ჩვენებებზე.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ მსახიობმა, ლეონარდო დი კაპრიომ და მონაკოს პრინცმა, საქველმოქმედო აუქციონი მაწყვეს, სადაც, ამბობენ, რომ, მოდელი ალინა ბაიკოვიც იმყოფებოდა.

არის თუ არა, ეს ფაქტი, ახალი რომანის დასაწყისი, ამას დრო გვიჩვენებს.  

ავტორი: რუსა ღვანიძე