ჰოლივუდის სკანდალი, ჰარვი უაინშტეინთან დაკავშირებით, უფრო და უფრო მწვავდება. შეგახსენებთ,რომ პროდიუსერი, სექსუალური ძალადობის თაობაზე წარდგენილი ბრალდებების გამო, ამერიკული კინოაკადემიიდან გარიცხეს. უამრავმა ცნობილმა ვარსკვლავმა, პროდიუსერი, ძალადობის და გაუპატიურების ფაქტებში ამხილა. მათ შორის არიან ცნობილი ვარსკვლავები, კარა დელევინი, ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და სხვები.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვერსკვლავებმა, სოციალურ ქსელებშიც კი გამოაქვეყნეს გაუპატიურების და ძალადობის ფაქტები და ისტორიები.
დადგა დრო, როცა მამაკაცებიც გამოეხმაურნენ ამ ფაქტს. მაგალითად, რაიან გოსლინგმა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ არაფერი არ იცოდა და ამ ფაქტით გაკვირვებულია. ხოლო, რეჟისორმა კვანტინ ტარანტინომ კი, სასამართლოს, აღიარებითი ჩვენება მისცა:
- „ მე ზუსტად ვიცოდი ეს ამბავი, მეტსაც გეტყვით, რომ ეს, გამოგონილი ამბავი არ არის და მინდა გითხრათ, რომ, უფრო მეტი ადამიანია, გაუპატიურების მსხვერპლი. პირადად მე მახსოვს, რამდენიმე შემთხვევა. ვწუხვარ, მაგრამ მე ჩემს თავზე ავიღე პასუხიმგებლობა და იძულებული ვარ ყველაფერი ვთქვა“ - წერს გაზეთი „The New York Times“-ი.
აღმოჩნდა, რომ, მეტ დეიმონმა და რასელ ქროუმას იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ ჰარის ხელს აფარებდნენ და მალავდნენ. ფაქტია, რომ მათ, სასამართლოსთვის ჩვენება, ჯერ არ მიუციათ.
იხ. ფოტოები: