არამგონია, რომ ამ ფაქტორების გამო მეორე ტური შედგეს - რამაზ საყვარელიძე

15:20 10-20-2017
348

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური არ იქნება. 

ამის შესახებ ექსპერტმა "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი 50%-იან ბარიერს თავისუფლად გადალახავს. 

"მეორე ტურს, სიმართლე გითხრათ, არ ველოდები. თუმც, გადასალახი 50%-იანი ბარიერი, რაც მეორე ტურის წინაპირობაა, კალაძისთვის პრობლემა არ იქნება. მას თითქმის 20%-იანი განსხვავება აქვს კონკურენტებთან, მაგრამ ვვარაუდობ, რომ პრობლემა არ ექნება, რეიტინგი აქვს, პროგრაამც კარგი ჰქონდა, თანაც მანქანა, რასაც პარტია წარმოადგენს, ბოლო დღეეებისთვის ნამდვილად ამუშავებდა. აქამდეც მუშაობდა ყველა ეტაპზე. ამიტომ, არამგონია, რომ ამ ფაქტორების გამო მეორე ტური შედგეს", - განაცხადა ექსპერტმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე