Björk კონცერტის გარდა, დაგეგმილია ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა, - ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, ისლანდიელი მუსიკოსი დაინტერესებულია ქართული მუსიკითა და კულტურით.
მუსიკოსი live-კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართავს. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კი არტისტს 3 ნოემბერს, 21:00-ზე უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს.