ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია დაქორწინდა. მისი რჩეული ხატია ჯოხარიძეა, რომელთანაც შეროზია ბოლო ორი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდა.
დაქორწინების შესახებ თავად ბლოგერმა გამოაქვეყნა ინფორმაცია და ფოტოები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სიმართლე გითხარით, ჩვენ აღარ ვართ შეყვარებულები, ცოლ-ქმარი ვართ! წავედით, განვაგრძოთ სირბილი ლოკაციიდან ლოკაციამდე! ))) იმედია ხელის მოწერის თავი გვექნებას საღამოს.
ისე მოხდა, რომ ამ დრომდე ტელეფონით წესიერი ფოტო ვერ გადავიღეთ, პარდონ :დ მაგრამ ხუთი ნიჭიერი ფოტოგრაფი გვახვევია თავს და რაც ტელეფონით დავიკელით - დაბალანსდება ერთი ასად!, - წერს შეროზია.