საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ის იფორმაციით, ელისეს სასახლეში, ინციდენტი მოხდა, რაც, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თათბირზე, მისმა საკუთარმა ძაღლმა გამოიწვია.
ერთი წლის ლაბრადორი, თათბირის დროს, შუა ოთახში შეიჭრა და ბუნებრივი მოთხოვნილება, იქვე, დაიკმაყოფილა.
პრეზიდენტის თათბირს, საფრანგეთის ტელეარხები აშუქებდნენ, სადაც რეპორტაჟის მთავარი გმირი, ლაბრადორი, ნემო გახდა. ნემოს საქციელმა, დამსწრე საზოგადოება, გაამხიარულა, რაც, ნათლად ჩანს, რეპორტიორების მიერ გავრცელებულ, ვიდეორგოლში.
- ეს ხშირად ხდება? - ეკითხება პრეზიდენტს, შეხვედრის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
- არა, თქვენმა აქ ყოფნამ მოახდინა პროვოცირება - პასუხობს, მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ ეს, სწორედ ის ლაბრადორია, რომელიც, მაკრონების წყვილმა, აგვისტოს ბოლოს აიყვანა თავშესაფრიდან და ჟიულ ვერნის რომანის, 20 ათასი ლიე წყალქვეშ“, გმირის საპატივცემულოდ, ნემო დაარქვა.
ნემო, ელისეევის სასახლეში, პირველი არ არის, მანამდე, შავი ლაბრადორი ცხოვრობდა, რომელსაც საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, წვრთნიდა.